Corpus Iuris Civilis სექციების სია შემადგენლობა | Corpus Iuris Civilis და ევროპული სამართალი | Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიულათინური იურიდიული ბიბლიოთეკა, Corpus Iuris Civilisრომის სამართლის ბიბლიოთეკა
რომაული სამართალი
ბიზანტიისიმპერატორ იუსტინიანე I-ის526565თეოდოსიუს II-ის438იმპერატორისრომის იმპერიისრომაული სამართლისდასავლეთ რომის იმპერიაშიაღმოსავლეთსშიტრიბონიანს500547იურისტი530529534სამართლისიურისტის529530535542საჯაროსაოჯახოსამემკვიდრეო სამართალიკონსტანტინე არმენოპულოსისალონიკელივლახეთშიშუა საუკუნეებისევროპისსაფრანგეთისგერმანიისიტალიისანაპოლეონმაქართულ სამართალზეცსაქართველოსსაეროსასულიერო სამართალშიდიდმამცირევახტანგ VI-ის სამართლის წიგნში„სამართალი ბერძნული“ვახტანგ VI-ისსაბერძნეთშიმათე ვლასტარის1335
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
Corpus Iuris Civilis
Jump to navigation
Jump to search
Corpus Iuris Civilis | |
Corpus Iuris Civilis, 1583 | |
შექმნის თარიღი | 526-565 |
ავტორი | იუსტინიანე I |
შექმნის მიზანი | ძველი რომაული სამართლის შეკრება-შენარჩუნება, დასავლეთ რომის იმპერიაში მონათმფლობელობის შენარჩუნება, აღმოსავლეთსში კი — განმტკიცება. |
Corpus Iuris Civilis — სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული, რომელიც შედგენილია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს (526-565), მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით. ამ კრებულმა ეს სახელწოდება XII საუკუნეში მიიღო. იუსტინიანეს კოდიფიკაციას წინ უძღოდა თეოდოსიუს II-ის 438 წლის კოდექსი Codex Teodosianus, რომელიც შეიცავდა იმპერატორის განკარგულებებს.
იუსტინიანეს დროს ბიზანტიამ ძალა მოიკრიბა, ომების შედეგად გაფართოვდა სახელმწიფოს საზღვრები და იუსტინიანემ მიზნად დაისახა ერთიანი რომის იმპერიის აღდგენა. ეს კოდექსი კი მიზნად ისახავდა ძველი რომაული სამართლის შეკრებას, შენარჩუნებას, დასავლეთ რომის იმპერიაში მონათმფლობელობის შენარჩუნებას, აღმოსავლეთსში კი მის განმტკიცებას.
სექციების სია
1 შემადგენლობა
1.1 ინსტიტუციები
1.2 დიგესტები
1.3 იუსტინიანეს კოდექსი
1.4 ნოველები
2 Corpus Iuris Civilis და ევროპული სამართალი
3 Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი
4 ლიტერატურა
5 რესურსები ინტერნეტში
შემადგენლობა |
კოდექსი 16 წიგნად, წიგნები კი ტიტულებად იყოფა. თითოეულ ტიტულში განკარგულებები ქრონოლოგიური წესით იყო დალაგებული.
რომის სამართლის კოდიფიკაციის ამოცანა დაეკისრა იუსტინიანეს მოხელეს ტრიბონიანს (500-547). იგი გამოჩენილი იურისტი იყო. ის ჯერ რიგით წევრად შედიოდა საკოდიფიკაციო საბჭოში, ხოლო 530 წლიდან კი ხელმძღვანელობდა კომისიას. უკვე 529-534 წლებში შეადგინეს სამი დიდი კრებული: 1) ინსტიტუციები, 2) დიგესტები, ანუ პანდექტები, 3) იუსტინიანეს კოდექსი. თითოეულმა ამ კრებულმა კანონის ძალა მიიღო. იმპერატორმა კი აკრძალა მათი კომენტირება.
ინსტიტუციები |
ინსტიტუციები (Institutiones) — სამართლის ელემენტარული სახელმძღვანელო, იყენებდნენ იურიდიული სასწავლებლის პირველ წელს. ეს ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა — ამოკრეფილია გაიუსის თხზულებებიდან და ზოგიერთი იურისტის ნაშრომებიდან. ინსტიტუციებს კანონის ძალა ჰქონდათ. შესავალში აღნიშნულია, რომ მისი დანიშნულება არის მასში ჩამოყალიბებული დებულებების საფუძველზე სამართლის საფუძვლების შესწავლა. ინსტიტუციებში მოცემულია ცნებები პირების, ნივთების, მემკვიდრეობის, გარიგებისა და სასამართლო პროცესის შესახებ.
ინსტიტუციები ოთხი ნაწილისგან შედგება:
- სამართლის სუბიექტები, მათი უფლებები და ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმები;
- სანივთო სამართალი;
- ვალდებულებითი სამართალი;
- საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
დიგესტები |
დიგესტები, ანუ პანდექტები (Pandectae sive Digesta) რომაელი იურისტების ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი ფრაგმენტების ნაწილია. მასში შეტანილია ორმოცი რომაელი იურისტის ნაშრომი. შედგა ორმოცდაათი წიგნი. თითოეუი წიგნი იყოფა ტიტულებად, ტიტულები კი ფრაგმენტებად. დიგესტებში მოცემული ნორმები, ცნებები თუ განსაზღვრებები აღებულია პირველ წყაროდან, ასევე ადათობრივი სამართლიდან. დიგესტებში იურისტებს სხვადასხვა აზრი აქვთ გამოთქმული ერთსა და იმავე საკითხებზე, ამიტომ აზრის შეჯამება ძნელია. ამის გამო დიგესტები ინკორპორაციის სახეს ატარებს.
იუსტინიანეს კოდექსი |
იუსტინიანეს კოდექცი (Codex Iustinianus) — ეს არის იუსტინიანეს მიერ გამოცემული აქტების ერთობლიობა. იუსტინიანეს კოდი, ანუ კონსტიტუციები პირველად გამოიცა 529 წელს. 530 წელს გამოიცა 50 განკარგულება, რომელიც წინა განკარგულებების ხარვეზებს ასწორებდა. 534 წელს გამოიცა კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც შედგებოდა თორმეტი წიგნისგან:
I წიგნი — საეკლესიო სამართალი;
II-VIII წიგნები — სამოქალაქო საკითხები;
IX — სისხლის სამართლის საკითხები;
X წიგნი — სახელმწიფო მმართველობის საკითხები.
ნოველები |
იუსტინიანეს კოდიფიკაციის მეოთხე ნაწილი არის ნოველები (Novellae). შემუშავდა 535-542 წლებში. მასში შევიდა ახალი მასალა. ამ კოდიფიკაციით თანამედროვე გახადა სამართლის სხვადასხვა დარგი — საჯარო, საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი. იუსტინიანეს კრებული არაერთხელ გადაამუშავეს გასამარტივებლად და დროსთან მოსარგებად. ასე მიიღეს:
- ეკლოგა (740წ.);
- ბაზილიკა (886-912წწ.)
- პროხეირონი (ბერძნ. დახმარება), ანუ სამართლის შემოკლებული გამოცემა (1300წ.);
- კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული (1345წ.).
კონსტანტინე არმენოპულოსი სალონიკელი მოსამართლე იყო, რომელმაც ხელი მოკიდა რომის სამართლის რეცეფციას და შექმნა ექვსწიგნეული. ექვსწიგნეულს სავალდებულო ძალა ჰქინდა საბერძნეთშიც, მაგრამ განსაკუთრებით ვლახეთში.
Corpus Iuris Civilis და ევროპული სამართალი |
იუსტინიანეს სამოქალაქო კანონმდებლობის კრებულმა დიდი გავლენა იქონია შუა საუკუნეების ევროპის კანონმდებლობაზე. მაგალითად, ფეოდალურ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებაზე. განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობდა რომის სამართალზე გერმანიაში. საფრანგეთში კი შუა საუკუნეებში რომის სამართალი სამართლის ძირითადი წყარო იყო. ეს ასე იყო იტალიისთვისაც, რადგან ის ხშირად გერმანიის შემადგენლობაში იყო მოქცეული.
რომის სამართალი ფართოდ გამოიყენებოდა ბურჟუაზიულ საფრანგეთშიც. ნაპოლეონმა სამოქალაქო კოდექსის შედგენისას ფართოდ გამოიყენა რომის სამართალი.
Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი |
რომის სამართალმა ქართულ სამართალზეც იქონია გავლენა, რადგან საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ბიზანტიასთან. ამიტომ შეუძლებელი იყო, რომ რომის სამართალს გავლენა არ ჰქონოდა საქართველოზე. რომის სამართლის ცალკეულმა დებულებებმა და პრინციპებმა გამოხატულება ჰპოვეს როგორც საერო, ისე სასულიერო სამართალში. მაგალითად, დიდმა და მცირე სჯულისკანონებმა ბევრი რამ შეთვისეს რომის სამართლიდან.
რომის სამართლის გავლენის პირდაპირი მტკიცებულებაა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში შესული „სამართალი ბერძნული“. ვახტანგ VI-ის სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას ბერძნული სამართლის ქართული ვერსია ამოკრეფილი უნდა ჰქონოდა კონსტანტინე არმენოპულოსის ქევსწიგნეულიდან. ვახტანგის საკოდიფიკაციო კომისიამ კარგად იცოდა, რომ კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული რომაული სამართლიდან იყო რეცეფცირებული, მაგრამ, რადგან იგი საბერძნეთში მოქმედებდა, ის ბერძნული სამართლის სახელწოდებით გადმოიტანა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვახტანგ VI-ის კოდექსში ბერძნული სამართლის ქართული ვერსია უნდა წარმოადგენდეს XIV საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწის მათე ვლასტარის 1335 წლის „სინტაგმის“ შემოკლებას.
ლიტერატურა |
- ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005.
რესურსები ინტერნეტში |
- ლათინური იურიდიული ბიბლიოთეკა, Corpus Iuris Civilis
- რომის სამართლის ბიბლიოთეკა
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- რომაული სამართალი
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.040","walltime":"0.044","ppvisitednodes":"value":155,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":2413,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":1445,"limit":2097152,"expansiondepth":"value":3,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 7.655 1 თარგი:ინფოდაფა_დოკუმენტი","100.00% 7.655 1 -total"],"cachereport":"origin":"mw1266","timestamp":"20190515190616","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"Corpus Iuris Civilis","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/Corpus_Iuris_Civilis","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q187719","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q187719","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2011-05-19T19:34:19Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/10/Corpus_Iuris_Civilis_02.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":120,"wgHostname":"mw1256"););